ზურაბ აბაშიძე: შეხვედრების თვალსაზრისით პაუზა გვაქვს აღებული!

ზურაბ აბაშიძე: შეხვედრების თვალსაზრისით პაუზა გვაქვს აღებული!

 რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის  სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე  ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი კარასინთან მორიგი შეხვედრა არ არის დაგეგმილი.


"შეხვედრების თვალსაზრისით ჩვენ ახლა პაუზა გვაქვს აღებული. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციის ამ არხის შენარჩუნებას, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია,  რაღაც ფორმით კომუნიკაციის არხი ჩვენ რუსეთთან გვქონდეს. ჩვენ არ გვაქვს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან კომუნიკაციის არხი არ ჰქონდეს, უკრაინასაც კი, რომელსაც ჩვენზე რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, სხვადასხვა ურთიერთობა აქვთ და სხვათა შორის, დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გაუწყვეტიათ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: