თამარ ბერუჩაშვილი: ე.წ. შეთანხმებების საკითხს NATO-ს მინისტერიალზე დავაყენებთ!

თამარ ბერუჩაშვილი: ე.წ. შეთანხმებების საკითხს NATO-ს მინისტერიალზე დავაყენებთ!

     რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან  შეთანხმების საკითხს  ქართული მხარე  ეუთოს მინისტრთა შეკრებაზე დააყენებს. განცხადება ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.


 როგორც ბერუჩაშვილმა განაცხადა, ცხინვალის მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ ასევე გამოთქვამდნენ სურვილს რუსეთთა ინტეგრაციის შესახებ  შეთანხმების გაფორმებაზე.

"ეს მოსალოდნელი იყო. მათ განცხადება გააკეთეს, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია ექნებოდათ. ჩვენი რესურსი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი. გუშინ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოვიდა ჩემი მოადგილე დავით დონდუა. იყო ძალიან სერიოზული მხარდაჭერა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის დელეგაციების მიერ, რომლებსაც შეუერთდა 11 ქვეყანა. მომავალ კვირაში გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა შეკრება, ასევე არის NATO -ს მინისტერიალი. ყველა ეს ფორმატი გამოყენებული იქნება და მიეძღვნება ამ თემას", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: