ვალერი კვარაცხელია:ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამას დააფინანსებს!

ვალერი კვარაცხელია:ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამას დააფინანსებს!

  ჯანდაცვის სამინისტრო დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამას დააფინანსებს.

 

აღნიშნული პროგრამის მიზანს მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება, მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა და დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლებაზე ფინანსური ხელშეწყობის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

"ეს არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი საზღვრისპირა და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. იმის გამო, რომ ზოგიერთი სპეციალობა არის დეფიციტური, ამ რეგიონებში სამედიცინო სერვისების რაოდენობამ იკლო. ამ პროგრამით ვცდილობთ, ყველა ის სერვისი აღვადგინოთ, რომელიც მოსახლეობისთვისაა აუცილებელი. ამავე დროს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების მომზადება. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ამ ექიმების მომზადება. მონაწილეობის მიღება შეუძლია არა მარტო სამედიცინო სერთიფიკატის მქონე იმ მუნიციპალიტეტის მცხოვრებს,   არამედ სხვაგან მცხოვრებსაც", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, საუბარია 8 საექიმო სპეციალობაზე და სულ 40 ვაკანსიაა გამოცხადებული.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლებს, რომლებსაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომის შემდგომი განათლება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: