დავით უსუფაშვილი: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჭკუით ვიქნებით!

დავით უსუფაშვილი: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჭკუით ვიქნებით!

"როდესაც უმრავლესობაში შემავალი დეპუტატები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, აქ ხდება ის, რომ იბადება პარლამენტი", -  განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როდესაც უმრავლესობაში შემავალი დეპუტატები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ და ხმას აძლევენ განსხვავებულად, აქ ხდება ის, რომ იბადება პარლამენტი და საქართველოში სრულდება საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს ეპოქა, როდესაც სხვა წყვეტდა ყველაფერს და დარბაზში ნოტარიულად უნდა გაფორმებული ყველაფერი. ამ თვალსაზირისთ არის სერიოზული წინსვლა და ეს ასე გაგრძელდება. ხვალ იქნება საკითხები, რომლებზეც განსხვავებული აზრი გექნებათ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჭკუით ვიქნებით და ერთად ვიყოთ, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ეს არის პოლიტიკური ერთადყოფნა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით,  ერთსა და იმავე საკითხზე ორი კანონპროექტი იქნა ინიცირებული უმრავლესობის მხრიდან.

"რესპუბლიკელებმა" კოალიციაში გაერთიანებით ავიღეთ პასუხისმგებლობა ხალხის, მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი პარტნიორების წინაშე, რა არის ეს პასუხისმგებლობა? ეს არის არა ჩვენი ძმობა და მეგობრობა, არამედ ის, რაზეც შევთანხმდით, ხოლო ის, რისთვისაც შევთანხდით, ასახულია კოალიციის დეკლარაციაში, კოალიციის წინასაარჩევნო საარჩევნო პროგრამაში და აქ ვრჩებით ჩვენ მაშინაც, როცა შესაძლოა, განსხვავებული ხედვები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხზე. ეს თემა დახურულად გამოვაცხადოთ და გავაგრძელოთ ასე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: