"გონივრული მიღების" კონცეფცია მთლიანად ცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წარსულში არსებულ გამოცდილებას

"გონივრული მიღების" კონცეფცია მთლიანად ცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წარსულში არსებულ გამოცდილებას

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გონივრული მიღებისა და განთავსების პირველი განყოფილება გახსნა. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, "გონივრული მიღების" კონცეფცია მთლიანად აუქმებს და ცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წარსულში არსებულ გამოცდილებას, რომელიც ახლად მიღებული პატიმრის ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" განთავსებას გულისხმობდა.

 

  გონივრული მიღების კონცეფცია სისტემაში ახლად შემოსახლებული პატიმრის მიღებისა და მის საჭიროებებზე რეაგირების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

 

   "გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილება ერთ სივრცეში უზრუნველყოფს უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასების, კრიზისის მართვის და სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. განყოფილებამ უნდა უპასუხოს დინამიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს. იგი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული და შექმნილი, პერსონალმა კი, რომელიც განყოფილებაში იმუშავებს, გაიარა სპეციალური მომზადება", - აცხადებენ სამინისტროში.

 

   უწყების განცხადებით, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა CPT) 2010 და 2012 წლების ანგარიშებში ორჯერ გააკრიტიკა საქართველო, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ "კარანტინებში" მცირე "კუბიკისებური" სათავსოების გამო, სადაც პატიმრის ყოფნა დაუშვებლად იქნა მიჩნეული - ორივე ანგარიშში კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პრაქტიკის გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

 

წყარო palitratv.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: