პრეზიდენტი პარლამენტს ახალ ვარიანტს სთავაზობს

პრეზიდენტი პარლამენტს ახალ ვარიანტს სთავაზობს

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს ახალი ვარიანტი შესთავაზა.

   -"მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმ აქტიური პროცესით, რომელიც ფარული მოსმენების კანონპროექტის განხილვის დროს გაიმართა. აქ იყო აქტიური ჩართულობა, დებატები, აქ იყო ის, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია. ყველა მხარე ცდილობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე ამ კანონებს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილები, ნებართვას, ანუ მიყურადების გასაღების გადატრიალებას განახორციელებს სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი"-განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე მარგველაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: