მსოფლიო შიდსის წინააღმდეგ

მსოფლიო შიდსის წინააღმდეგ

შეაჩერე შიდსი! შეასრულე დაპირება!

1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

   1988 წელს, 1 დეკემბერი გამოცხადდა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და მას შემდეგ ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

   შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის არსებობა წარმოადგენს მცდელობას გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით, გაძლიერდეს მხარდაჭერა და სოლიდარობის გრძნობა აივ დადებით პირთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ. სოციალურ სამუშაოს, როგორც პროფესიას, დიდი წვლილის შეტანა შეუძლია აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საქმეში, რაც თითეული ჩვენგანის მოქალაქეობრივ და პროფესიულ ვალდებულებას ეხმიანება კიდეც.

 

   მსოფლიოში მილიონობოთ ადამიანი ატარებს წითელი ლენტს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის საკითხის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წელს შექმნა ფრანგმა მხატვარმა ფრანკ მურმა. წითელი ლენტი გამოხატავს: სოლიდარობას, მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია - აივ დადებით პირებს, მათ ახლობლებსა და მეგობრებს. პროტესტს, აივ დადებით პირთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ. იმედს, რომ მედიცინა სძლევს ვირუსს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: