გიორგი გაჩეჩილაძე: საქართველოს საქციებთან შეერთების თვალსაზრისით, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია!

გიორგი გაჩეჩილაძე: საქართველოს საქციებთან შეერთების თვალსაზრისით, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია!

   საქართველო უნდა  შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს  დაუწესა. აღნიშნული განცხადება  დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ  "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართუნ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 
"საქართველოს, ამ საქციებთან შეერთების თვალსაზრისით, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რადგან  არ შეგვიძლია, რაიმე გავლენა მოვახდინოთ რუსეთის ეკონომიკაზე.

საგულისხმოა  ის, რომ ამ სანქციების ამოქმედება საქართველოს წინააღმდეგ საპასუხო სანქციების გამოყენებას გამოიწვევს რუსეთის მხრიდან, ისევე, როგორც ეს მოხდა ევროკავშირთან ურთიერთობაში.

საქართველოში, 2013 წლის მონაცემების მიხედვით,  800 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი გამოიგზავნა, ამ ოდენობის გზავნილის საშუალებით საქართველოში არსებობს  100 ათასზე მეტი ოჯახი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მხრიდან ეს სიგიჟე გაკეთდა, რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციის ამოქმედების  შემთხვევაში, 100 ათასი ოჯახი დარჩება მშიერი. ეს იქნება დესტაბილიზაციის, სოციალური აფეთქების წინაპირობა", - განაცახდა გიორგი გაჩეჩილაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: