ირაკლი სესიაშვილი: 2012 წლის შემდეგ შსს-ს დეპოლიტიზირება მოვახდინეთ!

ირაკლი სესიაშვილი: 2012 წლის შემდეგ შსს-ს დეპოლიტიზირება მოვახდინეთ!

 "2012 წლის შემდგომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზირება მოვახდინეთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის." აღნიშნული განცხადება  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შსს-ს რეფორმირებისა და მისი შემადგენლობიდან უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფის თაობის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

"უსაფრთხოების სექტორის განვითარება, ტრანსფორმირება, რეფორმირება თითოეული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოწვევაა. ეს არის პროცესი და თან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ამიტომ გარკვეულ ეტაპებზე გადასვლა თავის დროსა და მოცემულობას საჭიროებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ 2012 წლის შემდგომ გარკვეული ეტაპი გადავლახეთ და სისტემის დეპოლიტიზირება მოვახდინეთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. შემდგომი ტრანსფორმაციის პერიოდი, ვფიქრობ, რომ მომწიფებულია. საკითხი მოითხოვს ფართო საზოგადოებრივ მსჯელობას, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას. ამისთვის ხელისუფლება მზად არის, საჭიროა, დავიწყოთ მსჯელობა. სიჩქარე საჭირო ნამდვილად არ არის, ორინტირებული უნდა ვიყოთ შედეგზე და ისეთი სისტემის ფორმირებაზე, რომელიც, ერთი მხრივ, ადეკვატურად უპასუხებს ყველა საფრთხეს, გამოწვევას და მეორე მხრივ, გარანტირებული იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: