"შეხვედრის მიზანია პარტიის ქალთა ორგანიზაციის სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა"

"შეხვედრის მიზანია პარტიის ქალთა ორგანიზაციის სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა"

   "IRI"-ს ორგანიზებით "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დასავლეთ საქართველოს  რაიონული ორგანიზაციების ქალთა წევრების ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს

   2014 წლის 1 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში "IRI"-ს ორგანიზებით გაიმართა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დასავლეთ საქართველოს  რაიონული ორგანიზაციების ქალთა წევრების შეხვედრა. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ზურაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის რესპუბლიკურ ინსტიტუტს თანადგომისათვის და აღნიშნა, შეხვედრის მიზანია პარტიის ქალთა ორგანიზაციის სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა. 

   "მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეხვედრა ჩვენი პარტიის დასავლეთ საქართველოს ქალ წარმომადგენლებთან. ჩვენი მიზანია შევიმუშავოთ გრძელვადიანი გეგმა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. შეხვედრაზე ქალბატონებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები, ქალთა ორგანიზაციის მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო სტრატეგიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით." - აღნიშნა თამარ ზურაშვილმა.

   მისი თქმით მსგავსი შეხვედრა უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ საქართველოს "გაერთიანებული დემოკრატიული მძრაობის" ქალ წარმომადგენლებთანაც გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: