"საქართველოც ერთადერთ გზას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისას განიხილავს მხოლოდ დიალოგს"

"საქართველოც ერთადერთ გზას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისას განიხილავს მხოლოდ დიალოგს"

   საქართველო-რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობას საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანებს და ამბობს:
   -"როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში ასევე საქართველოც ერთადერთ გზას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისას განიხილავს მხოლოდ დიალოგს. ჩვენ დიალოგის არხებზე უარს არ ვამბობთ. რაც შეეხება შეხვედრას, დისკუსიას კონკრეტულ თემებზე დღის წესრიგს აბაშიძე-კარასინის დიალოგში დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ამ თემაზე საუბარი არ არის".
   თავად ზურაბ აბაშიძე კი კარასინთან შეხვედრის ფორმატზე ამბობს, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრა ჯერ არ დაგეგემილა.
   -"ჩვენ ვინარჩუნებთ ფორმატს, ასევე კომუნიკაციის ამ არხს. შეხვედრა ჯერ დანიშნული არაა. გუშინ იგივე თქვა კარასინმაც. თუ საჭირო იქნება, გვაქვს საშუალება ერთმანეთს დავუკავშირდეთ, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შეხვედრაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ", - განაცხადა აბაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: