საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა

  საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის მადლობა გადაუხადა.


"ორი დღის წინ მოხდა უპრეცედენტო რამ, საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო.  მინდა,  მადლობა გადავუხადო დეპუტატებს.  ეს იყო კარგი დემონსტრირება იყო იმის, რომ დღეს საქართველოში არის სრული დემოკრატია, რაც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და საპარლამენტო უმრავლესობის წვლილი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: