ირმა ინაშვილი: თავი დაანებეთ სპეკულაციას!

ირმა ინაშვილი: თავი დაანებეთ სპეკულაციას!

"ამ დრომდე ველოდები, მიაღწია, თუ არა ემზარ კვიციანის განაჩენმა სასჯელაღსრულების სამინისტრომდე, რომ გავიგო: ", - აღნიშნულ კომენტარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

"მერე იტყვიან- მოთმინება ღალატობსო. მე რომ მოთმინების უნარი მაქვს, ნეტა, სხვა თვისებებით ვიყო ასე შემკული. საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე სამინისტროდან ვინმე საჯარო პასუხს რომ მცემდეს, არა?! მეორე - ჩართეთ ციხეებში "ობიექტივი" და თავი დაანებეთ სპეკულაციას, თითქოს სიხშირეები არ გყოფნით. "რუსთავი-2" -სთვის გყოფნით და "ობიექტივისთვის"- არა?! იმიტომ გემართებათ ის, რაც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაემართა... მაგრამ, ეტყობა, გსიამოვნებთ. სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს", - წერს ინაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: