კახი კალაძე: აღნიშნული გადაწყვეტილება მტკივნეული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის!

კახი კალაძე: აღნიშნული გადაწყვეტილება მტკივნეული იქნება  ჩვენი ქვეყნისთვის!

"უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის ავტორები იყვნენ, ჩვენთვის მტკივნეული იქნება", -  ამის შესახებ  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა. 

კალაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება მტკივნეული ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უკრაინა ჩვენს მეგობარ ქვეყანად მიგვაჩნია.


"დაველოდოთ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, არის არასასიამოვნო, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ სცენარისტები და ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმისა, რომელიც მათ შექმნეს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. თუ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება მტკივნეული ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად და ვფიქრობ, ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს იძებნებიან საქართველოში", -განაცხადა კალაძემ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: