ნანა კაკაბაძე: ლაფანყურის საქმის გამოძიება არ აწყობთ!

ნანა კაკაბაძე: ლაფანყურის საქმის გამოძიება არ აწყობთ!

 დღევანდელი ხელისუფლება  ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიებით დაინტერესებული არ არის.  აღნიშნული განცხადება "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძემ დღეს გაკეთებულ პრეკონფერეციაზე გააკეა.

 

"ანგარიშში საუბარი იყო იმ შეჩერებულ ტემპებზე, რომელიც ამ საქმის გამოძიებას თან ახლავს. ვნახეთ ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილი კადრები, რომლებიც ლაფანყურის ტყეშია გადაღებული და კადრებში თვალნათლივ  ჩანს, რომ იქ მიმოფანტულია მასრები, რომლისთვისაც გამოძიებას დღემდე ყურადღება არ მიუქცევია. ასეთმა პრეზენტაციამ ცხადი გახადა, რომ  იმ ფაქტის გამოძიებით, რომელიც  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დანაშაულს პირდაპირ უკავშირდება, დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. ანგარიშში მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც წინა ხელისუფლების მხრიდან აქცენტი ორმხრივ სროლაზე კეთდებოდა, ახლა აღმოჩნდა რომ 7-ვე დაღუპული 1 ტყვიის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. ამ ორმხრივი სროლის ვერსიის არსებობას ეს თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს. პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დღედაღამ არ გვძინავსო, მაგრამ რაში გამოიხატება მათი უძილობა, მაშინ როდესაც შეტაკების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები ჯერ კიდევ არ დაუკითხავთ, გაუგებარია", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 როგორც კაკაბაძემ არნიშნა, ხელისუფლება ან არაადეკვატურია ამ გამოძიების მიიმართ, ან  მიზანმიმართულად ხდება  იმ დანაშაულის დაფარვა, რომელიც  "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა.


"პროკურატურაში ისევ არიან ის კადრები, რომლებიც წინა რეჟიმის დროს მუშაობდნენ და მათ დღეს ამ საქმის სრული გამოძიება არ სურთ, რადგან ამან  ყოფილი ხელისუფლების წევრებს შეიძლება პრობლემები მოუტანოს. ამიტომ ბუნებრივია, რომ იმ საქმის იგნორირება ხდება, რომელიც საზოგადოების ღრმა ინტერესის საგანია", - აღნიშნა კაკაბაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: