დაკავებული მაღალჩინოსნების მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყობა

დაკავებული მაღალჩინოსნების მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყობა

დღეს დაკავებული მარალჩინოსნების მხარდასაჭერად მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყობა.

მსვლელობის ორგანიზება დაკავებულთა მხარდასაჭერად "ფაისბუკზე" შექმნილი გვერდის საშულებით მოხდა.

გუშინ გვერდის ადმინისტრატორმა შემდეგი შინაარსის მიმარღთვა გაავრცელა. "ივერიონი" მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"12:00სთ–ზე ვიკრიბებით დიღმის მასივში მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით ვიძვრებით საქალაქო სასამართლოსკენ პროცესზე დასასწრებათ. დასწრება თავისუფალია. სურვილი მაქვს, რომ იმდენნი ვიყოთ ვერ დავეტიოთ და გარეთ მოგვიწიოს დგომა. ჩვენ შევუერთდებით იქ მყოფ ადამიანებს. რომლებიც დაგვხვდებიან. გთხოვთ, და-ძმურად, მამა-შვილურად, დედა-შვილურად უბრალოდ როგორც თქვენი თანამემამულე და პატრიოტი ადამიანი არ დავიზაროთ ჩვენი ქვეყნისთვის რამოდენიმე საათი, ეს ბიჭები სისხლს ღვრიდნენ ჩვენი ქვეყნისთვის", – ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს. ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: