დავით საგანელიძე: ლარის კურსის ვარდნაში საგანგაშო არაფერია!

დავით საგანელიძე: ლარის კურსის ვარდნაში საგანგაშო არაფერია!

დოლარის კურსი ყველა ქვეყანაში გამყარდა და ამან, ბუნებრივია, ლარზე თავის გავლენა იქონია. იმედი მაქვს, კურსი არ "გაიქცევა". განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა.

"რასაც ვხედავ, საგანგაშო ნამდვილად არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ხდება კურსის დევალვაცია, რაც მიბმულია პროცესებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება. დოლარის კურსი ყველა ქვეყანაში გამყარდა და ამან, ბუნებრივია, ლარზე თავის გავლენა იქონია. იმედი მაქვს, კურსი არ "გაიქცევა", მაგრამ რადგან სახიფათო ზღვარს მიაღწია, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრევენციები უფრო მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს", - აცხადებს საგანელიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: