კაზანტიპოვიჩის ახალი „ვნებანი“ ანუ, ვაი მას, ვინც საბოლოოდ „ჩაქუჩი დაარტყა“!

კაზანტიპოვიჩის ახალი „ვნებანი“ ანუ, ვაი მას, ვინც საბოლოოდ „ჩაქუჩი დაარტყა“!

ოფიციალურმა წყაროებმა ოპერატიულად გვამცნეს, რომ „ანაკლიური კაზანტიპის“ მთავარი შემოქმედი გიორგი სიგუა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. თქვენც გაგიკვირდათ?!

უფრო გასაკვირი იქნებოდა, ასეთი „გაქანების“ და „ეროვნული“ სულისკვეთების პიროვნება უქმად მჯდარიყო და სიცოცხლითა და აღტკინებით სავსე ახალგაზრდული წლები სინანულში გაეტარებინა...

სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მან „ნებაყოფლობით“ თქვა უარი კაზანტიპის „სახელმწიფოს“ ვიცე-პრეზიდენტობაზე და დროებით ჩრდილში ყოფნა ამჯობინა!..

ჩვენს ხელისუფლებას არაფრის რომ რცხვენია, ცხადია, მაგრამ საზოგადოებასაც ღირსების გრძნობა რომ დაუჩლუნგდა, ამასაც კარგა ხანია ვამჩნევთ - როგორ შეიძლება კაცი, რომელიც ფეხქვეშ თელავს შენს ისტორიას და ტრადიციებს და საკუთარ ქვეყანაში უზნეობის დაკანონებაზე უტიფრად გელაპარაკება, მის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას შეეგუო?! მითუმეტეს, დაცული ტერიტორიების „დაცვა“ დაავალო?!

რაკი ასეა, ისღა დაგვრჩენია კაზანტიპოვიჩს ახალ „ასპარეზზე“ წარმატება, ხოლო, მის პროტეჟეს და საბოლოოდ „ჩაქუჩის დამრტყმელს“ ქართულ ორბიტაზე დაბრუნება და სულიერი ფერიცვალება ვუსურვოთ!..

როდემდე, კატილინა, როდემდე?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: