ჯეიმს აპატურაი:-"აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ხდება"

ჯეიმს აპატურაი:-"აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ხდება"

თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეიმს აპატურაიმ პოლიტიკური ნიშნების არსებობის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება შეაფასა.

"ღრმა დეტალები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან და მინისტრ ალასანიასთან ბრწყინვალე თანამშრომლობა გვქონდა. ჩვენ ვართ შეშფოთებული, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ხდება. თუ ეს აღქმა ფართოდ მოიკიდებს ფეხს ნატო-ს მოკავშირეებში, ეს რა თქმა უნდა, ბარიერი იქნება ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ კომენტარი გავაკეთო მთავრობაში განხორციელებულ გადაადგილებებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ამ თემებზე მუშაობისას პროცესები იყოს რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს. ასევე მიმდინარეობდეს სისტემის რეფორმირება და ვიცი, რომ ასეც ხდება",- განაცხადა აპატურაიმ.

 



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: