ირინე იმერლიშვილი: საქართველო პოლონეთთან ორმხრივ კონტექსტში ითანამშრომლებს!

ირინე იმერლიშვილი: საქართველო პოლონეთთან ორმხრივ კონტექსტში ითანამშრომლებს!

   საქართველო პოლონეთთან, როგორც რეგიონალურ, ასევე ორმხრივ კონტექსტში ითანამშრომლებს. აღნიშნული განცხადება უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწემ, უშიშროების საბჭოს მდივნმა ირინე იმერლიშვილმა გააკეთა. 


"ერთმანეთს კომპეტენციის ფარგლებში გავუზიარებთ ინფორმაციას. ჩვენ შევთანხმდით, რომ არა მხოლოდ გაძლიერდება ორ უწყებას შორის თანამშრომლობა, არამედ ხელს შევუწყობთ თანამშრომლობისა და მეგობრობის გაძლიერებას",-განაცხადა იმერლიშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვარშავაში იმყოფება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: