გიორგი თევზაძე:-"ხელისუფლება შეიძლება მივიდეს იმ "მოსაზრებამდეც ", რომ, ყველა მოქალაქის ოჯახში ვიდეო თვალი დააყენონ და ესეც "ქვეყნის უსაფრთხოებით" ახსნან"

გიორგი თევზაძე:-"ხელისუფლება შეიძლება მივიდეს იმ "მოსაზრებამდეც ", რომ, ყველა მოქალაქის ოჯახში ვიდეო თვალი დააყენონ და ესეც "ქვეყნის უსაფრთხოებით" ახსნან"

   უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ, გაავრცელა განცხადება საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ, რომელიც შეეხებოდა კანონს ფარული მოსმენებთან დაკავშირებით , რომელშიც აღნიშნულია, რომ "საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე ფარული მოსმენებთა დაკავშირებით, ანუ დღეიდან შეიძლება ითქვას, რომ თუ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები მოინდომებენ უკვე ღიათ კანონის დახმარებითაც მოუსმენენ ადამიანებს და არავითარი რეალური კონტროლის მექანიზმი აღარ არსებობს, და ფაქტობრივად ძალოვანი სტრუქტურების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ყველაფერი, თუმცა თუ ხუმრობითაც ავღნიშნავთ ხელისუფლების ფანტაზიაც შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ სულ მალე ალბათ ესეც აღარ იკმარონ და ჩვეული შემართებით კვლავაც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი "ახალკანონპროექტზეც" გადაერთოს და მივიდნენ იმ "მოსაზრებამდეც ", რომ, ყველა მოქალაქის ოჯახში ვიდეო თვალი დააყენონ და ესეც "ქვეყნის უსაფრთხოებით" ახსნან, თუმცა ვინ დაიჯერებდა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრის თვეებში რომ ახალი პარლამენტი მოსმენებთან დაკავშირებით ამ სახის კანონს განიხილავდა და მიიღებდა , მაშინ რომ ვინმეს ეს" მოსაზრება"გაჟღერებინა მოქალაქეები რომელიც წინახელისუფლების უკანონოებს ვაპროტესტებდით ნამდვილად ხუმრობად მივიჩნევდით , ამიტომაც ჯერჯერობით ამ მოსაზრებას რომელზეც ხუმრობით აღნიშნე, რომ შესაძლებელია იმ ფანტაზიამდეც მივიდნენ, ჩვენი კანონმდებლები რომ ყველა მოქალაქის ოჯახში შესაძლებელია ვიდეო თვალი დააყენონ და შემდეგ ესეც "ქვეყნის უსაფრთხოებით" ახსნან, ჯერჯერობით ესეც დაუჯერებელ ხუმრობად და ფანტაზიად მიმაჩნია .... თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ ნებისმიერი სახის კანონპროექტების მიღებაზე პარლამენტი ყვლაფერზე თანხმობას იძლევა"......

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: