გიორგი ვაშაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ინიშნება?

გიორგი ვაშაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ინიშნება?

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქართველი პარლამენტარი გიორგი ვაშაძე ძველ საქმიანობას უბრუნდება, თუმცა უკრაინაში. როგორც "frontnews"-ი ავრცელებს ინფორმაციას, ვაშაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

 

ახალ პოსტზე დანიშნვის შემთხვევაში ვაშაძეს საქართველოს მოქალაქეობასა და დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწევს. პარლამენტში კი მას სიით შემდეგი ნომერი ჩაანაცვლებს.

 

თავად ვაშაძესთან ინფორმაციის გადამოწმება ჯერ ვერ ხერხდება – ის კიევში იმყოფება. 

 

რაც შეეხება სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მოსალოდნელ დანიშნვას, უკრაინულ მედიაში გაიჟღერა ასევე ლადო გურგენიძის, გიორგი არველაძისა და ზურაბ ადეიშვილის გვარებმა. გავრცელებული ინფორმაციიოთ, მათი საკითხი დღის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.

 

ეკა ზღულაძის უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დანიშნვის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, ალექსანდრე კვიტაშვილი კი ჯანდაცვის მინისტრად მუშაობას უკვე შეუდგა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: