პრემიერის ვიზიტი უკრაინაში არ გადაიდება

პრემიერის ვიზიტი უკრაინაში არ გადაიდება

   ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკრაინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. კალაძე საგარეო პროცესებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის მუშაობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ხარვზებია.

   -"ნამდვილად არ არის ამის აუცილებლობა. ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი რაღაც მოხდეს საქართველოში ან  უკრაინაში, რომ ასეთი დონის ვიზიტების გადადება მოხდეს. კონკრეტული დანიშვნები, რომელიც კვიტაშვილს და ზღულაძეს ეხება, ნამდვილად არ არის იმის საბაბი, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გადაიდოს. ეს მათი საკადრო პოლიტიკაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ამ ორ ადამიანს უკრაინაში წარმატებებს ვუსურვებ.

   უფრო მეტია გასაკეთებელი, სამუშაო მეტია და ეს საწყენი არავისთვის არ უნდა იყოს. ზოგადად შეუცდომელი არავინ არის, ყველას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, ისევე როგორც მე. ვთვლი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ისეთი ელემენტარული დეტალები არ გაიპაროს, როგორც მაგალითად, როდესაც ქალბატონი ბესელია იმყოფებოდა, რეზოლუციის მიღება მოხდა და იქ გაიპარა რამდენიმე დეტალი, რომელიც ახალაიას საქმეს უკავშირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაც ისეთ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ უხერხული იყო", - აღნიშნა კალაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: