ტრისტან წითელაშვილი:უკრაინა ჩვენს შეხედულებებს არ ითვალისწინებს!

ტრისტან წითელაშვილი:უკრაინა ჩვენს შეხედულებებს არ ითვალისწინებს!

პოლიტიკური თვალსაზრისით, როცა ერთ სახელმწიფოში მაღალ თანამდებობაზე მეორე სახელმწიფოში კრიმინალებად აღიარებული ადამიანები ინიშნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ითვალისწინებს ამ ქვეყნის  გადაწყვეტილებებს, რა აქვს მიღებული ამა თუ იმ პირის მიმართ. უკვე მიმდინარეობს პოლიტიკური გაციების პროცესი უკრაინა-საქართველოს შორის - ასე აფასებს უკრაინის მთავრობაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი "ალიასთან"საუბარში.

"სააკაშვილის ყოფილი მინისტრები, რომლებზეც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და ძებნაა გამოცხადებული საერთაშორისო მასშტაბით, დღეს ინიშნებიან უკრაინაში, ზოგი მინისტრებად, ზოგი მოადგილეებად. პოლიტიკური თვალსაზრისით, როცა ერთ სახელმწიფოში მაღალ თანამდებობაზე მეორე სახელმწიფოში კრიმინალებად აღიარებული ადამიანები ინიშნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ითვალისწინებს ამ ქვეყნის  გადაწყვეტილებებს, რა აქვს მიღებული ამა თუ იმ პირის მიმართ. უკვე მიმდინარეობს პოლიტიკური გაციების პროცესი უკრაინა-საქართველოს შორის, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად ურთიერთობები გაღრმავდეს, პირიქით, ჩვენს აზრებსა და შეხედულებებს უკრაინა არ ითვალისწინებს. ეს პროცესი ხდება იმიტომ, რომ უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია როგორც სამხედრო მოქმედებების თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურად. როცა ქვეყანაში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკა ნულამდე დავიდა. თუ არ მოხდა ამ დროს მეგობრებისა და პარტნიორების დახმარება იმ რაოდენობით, რომ ცოტა სული მოითქვას ეკონომიკამ, ქვეყანა დასუსტდება. დაპირებების მიუხედავად, უკრაინას დასავლეთიდან დახმარება შეეზღუდა. მას ჰპირდებოდნენ ფინანსურ დახმარებასაც და ტექნიკასაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკრაინა მოატყუეს, დახმარება არ ჩანს. ამ დროს აქტიურობს სააკაშვილი, მან თავისი ნაცნობობით მიაღწია იმას, რომ შეთანხმდა პოროშენკოსთან, უკრაინის პრეზიდენტთან, რომ, თუ მისი გუნდი უკრაინაში იქნებოდა წარმოდგენილი და მოხდებოდა მისი რეაბილიტაცია, იმ თანხებს, რომელიც საქართველოდან გაიტანეს, ჩადებდა უკრაინის ეკონომიკაში. ამ თანხების მობილიზება მან განახორციელა. შეთანხმება ფულზე გაიყიდა, მაგრამ რამდენი ჩადო, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს, კოლეგები მაწვდიან ინფორმაციას და მეუბნებიან, რომ ყველაფერი ფულის სანაცვლოდ ხდება.

სააკაშვილი ასევე დაჰპირდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ მოახდენს "ბოევიკების" მობილიზებას, გადაისვრიან უკრაინაში და ჩაებმებიან დონბასში საბრძოლო მოქმედებებში. ეს სააკაშვილმა აიღო თავის თავზე, თავისივე დაფინანსებით", - განაცხადა წითელაშვილმა.

 

წყარო:    "ალია"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: