ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცეხი 14 საათზე გაიმართება

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცეხი 14 საათზე გაიმართება

ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი დღეს, 14 საათზე გაიმართება.


ამის შესახებ, ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, სამივე დაკავებულის პროცესი ერთად ჩატარდება.


დღეს, სასამართლომ დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ბაჩანა ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა 6-7 ნომბრის ღამეს, 6 სამხედრო პირის ცემის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მისი ბრალეულობა ახალი მრკიცებულებების საფუძველზე კიდევ უფრო დამძიმდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება მისცენ, თუმცა ვიდეო და ფოტოგადაღება არ დაიშვება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: