ნინო ბურჯანაძე: მიწასთან გასწორებული "ნაციონალური მოძრაობა" ფეხზე წამოდგა და ჭკუას გვარიგებს!

ნინო ბურჯანაძე: მიწასთან გასწორებული "ნაციონალური მოძრაობა" ფეხზე წამოდგა და ჭკუას გვარიგებს!

 "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან სერიოზულად ემზადება. მათ შორის, უკრაინაში მათი ყოფნის მთავარი მოტივი ნამდვილად არ არის საქართველოდან წასვლა. ისინი უკრაინაში ამზადებენ სერიოზულ პლაცდარმს იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდნენ.აღნიშნული განცხადება "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "ბარიერში"  სტუმრობისას გააკეთა. მისივე თქმით მიწასთან გასწორებული "ნაციონალური მოძრაობა" ფეხზე წამოდგა და ჭკუას გვარიგებს.

"მიდის ის ბირთვი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ბიზნესი უკრაინაში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული, რომლებიც ამ ბიზნესს აქაც ატრიალებენ და ამ ბიზნესწილებს არაფერი შეხებიათ, ერთადერთი "ქართული ოცნების" ნაწილმა წილის ნაწილი გადაიფორმა, მაგრამ ეს მიმოქცევა გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან სერიოზულად ემზადება. მათ შორის, უკრაინაში მათი ყოფნის მთავარი მოტივი ნამდვილად არ არის საქართველოდან წასვლა. ისინი უკრაინაში ამზადებენ სერიოზულ პლაცდარმს იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდნენ. მე როცა 2 წლის წინ ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გამოცოცხლდება, თუ "ქართულმა ოცნებამ" ასე გაგრძელა, მათი მობრუნების შანსი იქნება-მეთქი, ბევრ ადამიანს ეს უბრალოდ არ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ მიწასთან გასწორებული "ნაციონალური მოძრაობა" ფეხზე წამოდგა, აქეთ გვიქნევს თითს მთელ საზოგადოებას, ჭკუას გვარიგებს და გვაშინებს კიდეც. სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი შემდგომი პოლიტკური გეგმები საქართველოს უკავშირდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: