ზაზა დოლიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა

ზაზა დოლიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა

საკადრო ცვლილებები განხორციელდა სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც - სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზაზა დოლიძე პრემიერის ბრძანებით რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
ამ დრომდე ზაზა დოლიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.
შრომითი საქმიანობა ზაზა დოლიძემ 2006 წელს შპს "PSP-ფარმაში" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად დაიწყო. 2011 წლამდე "PSP ფარმაში" იგი მუშაობდა კორპორატიული გაყიდვების სამსახურის უფროსად, ხოლო მოგვიანებით, 2012-2013 წწ.-ში "PSP დაზღვევის" დირექტორად. 2013-14 წლებში ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბ რუსთავის "მეტალურგს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: