ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ  დაინიშნა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

"საკადრო ცვლილებები სახელმწიფო სამსახურში ბუნებრივი პროცესია. ცვლილებები შეეხო ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი, მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას." - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: