მიღება სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები თანამემამულეების საპატივცემულოდ

მიღება სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები თანამემამულეების საპატივცემულოდ

   2014 წლის 6 დეკემბერს პრეტორიაში საქართველოს საელჩომ, უკვე ტრადიციად დამკვიდრებული წინასაახალწლო მიღების ფარგლებში, უმასპინძლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და გადაფარვის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს. 

 

   თანამემამულეებისთვის დღის განმავლობაში ნაჩვენები იყო მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი "საქართველო-ღვინის აკვანი".

 

   საელჩო თანამემამულეებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით, ქართული მინერალური წყლებით და კერძებით. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთი წვლილიც შეიტანეს მიღებისთვის ქართული კერძების მომზადებაში.

 

   ცნობისთვის, აქციას "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის მეუღლის ნინო ლეჟავას ინიციატივით, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები უერთდებიან. 

   ნინო ლეჟავას ინიციატივით ისინი საახალწლო სპექტაკლზე ყიდულობენ ბილეთებს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები 20 სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს და სათვისტომოს წარმომადგენლებს, ამით ისინი 2 კეთილ საქმეს ერთდროულად აკეთებენ.

 

    

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: