Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
7-12-2014, 16:06
ნანახია: 1179

   "რუსეთში ჯავახეთის დიასპორა" საქართველოს მთავრობას "დაჟინებული" მოთხოვნით მიმართავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ ის ცვლილებები უნდა შეასრულოს, რომელიც 23 ოქტომბერს, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში იქნა შეტანილი.

   განცხადებაში აღინიშნება, რომ შესწორებები ეხება ყველა იმ უცხოელს, ვინც დოკუმენტების დროულად მოწერსრიგება ვერ მოასწრო და მათ ამისთვის დამატებითი ვადა 2015 წლის 1 მარტამდე მიეცათ.

   "ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის ოლქის) ყველა იმ მკვიდრისთვის მოქალაქეობის მინიჭებასა დ აღდგენას, რომელსაც, საქართველოს მთავრობის უგუნური საგარეო პოლიტიკის შედეგად, მძიმე სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობისა და სამუშაო ადგილების არარსებობს გამო, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეობის მიღება მოუწია"- ნათქვამია განცხადებაში.

   როგორც "FRONTNEWS"-თან საუბარში დიასპორის პრეზიდენტმა აღასი არაბიანმა განმარტა, აღნიშნული ფაქტორების გამო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან გამგზავრება უწევთ, აქედან უმეტესი ნაწილი რუსეთში ჩადის.

   მისივე თქმით, ბიუროკრატიული და სხვა ბერკეტების გამო, რუსეთის ვიზის მიღება ხშირად საკმაოდ რთული და ძვირადღირებულია, ამიტომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები "იძულებულნი" იყვნენ მიეღოთ იმ ქვეყნების მოქალაქეობა, რომლებსაც რუსეთთან უვიზო რეჟიმი აქვთ.

   "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მიღებით, ჯავახეთის სომხები ავტომატურად გახდნენ უცხოელები მშობლიურ მიწაზე. წარმოგიდგენიათ, ჯავახელ სომეხს ახლა საკუთარ სახლში ცხოვრება სამ თვეზე მეტი არ შეუძლია.

   გარდა ამისა, ამ კანონის თანახმად, მან, სულ მცირე 6 თვით, ოჯახი და სახლ-კარი უნდა მიატოვოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა უფლება, ჯავახეთში დაბრუნდეს, ისიც კვლავ 3 თვით. ეს ხომ სისულელეა?

   ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ საკუთარი მოქალაქეები არ უნდა დაკარგოს, ამიტომ პრეზიდენტმა მოქალაქეობა უნდა მიანიჭოს ყველა იმ ჯავახელ სომეხს (და არა მხოლოდ მათ), რომელიც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა" - განაცხადა არაბიანმა "FRONTNEWS"-თან საუბარში.

   მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეობას მასობრივად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იღებდნენ.