კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია ყრილობას გამართავს

კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია ყრილობას გამართავს

   8 დეკემბერს, 13:00 საათზე  სასტუმრო "ამბასადორში" საქართველოს კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.

   ყრილობაზე ახალგაზრდა კონსერვატორები დაამტკიცებენ წესდებას,აირჩევენ ორგანიზაციის ეროვნულ კომიტეტს და თავმჯდომარეს.

    პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები სხვადასხვა რეგიონიდან, გასულ ერთ წელს შეაჯამებენ და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ.

   კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას პარტნიორი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაესწრებიან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: