10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება

10 დეკემბერს  ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება

   10 დეკემბერს, ოთხშაბათს 13:00-ზე "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" – GSPSA და "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაციის" მიერ აღინიშნება ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე, რომელსაც მსოფლიოს მრავალს ქვეყანაში აღნიშნავენ. 

   აქციაზე შეკრებილი საზოგადოება მსველობას ჩაატარებს რუსთაველზე და აქცია გაგრძელდება პარლამენტის წინ. 

   ყოველწლიურად აღინიშნება ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე (IARD) - 10 დეკემბერი - მისი მიზანია გავიხსენოთ ადამიანის სისასტიკის მსხვერპლი ცხოველები. ეს დღე მოგვიწოდებს ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის აღიარებისაკენ. ამ ისტორიული კამპანიის მიზანია ადამიანთა უფლებებზე დააშენოს და დაარწმუნოს კაცობრიობა, რომ სიკეთეს და პატივისცემას იმსახურებს ყველა არსება.

   უკვე მე-15 წელიწადია რაც ათასობით ცხოველთა დამცველი მსოფლიოში ამ დღეს აღნიშნავს ანთებული სანთლებით და სხვა აქციებით. პიროვნებები სოლიდარულად ერთად იხსენებენ იმ მილიარდობით დაღუპულ ცხოველს რომელიც ადამიანის მიერ იღუპება მსოფლიოში ყოველწლიურად.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: