დავით კერესელიძე: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა არ შენელებულა!

დავით კერესელიძე: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა არ შენელებულა!

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ უკრაინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების დანიშვნა, უკრაინის სუვერენული უფლებაა.

"ადრეც გვითქვამს და ახლაც ვაცხადებთ, რომ იმ ადამიანების დანიშვნა, რომელთაც სამართლებრივი სტატუსი აქვთ, ცუდი იქნება, მაგრამ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე უცხოელი მოქალაქეების დანიშვნა უკრაინის სუვერენული უფლებაა. ამაზე ვერაფერს ვიტყვით და ვუსურვებთ მათ წარმატებებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას რეფორმების განხორციელებაში და იმ გამოწვევებში, რომლის წინაშეც უკრაინა დგას", - განაცხადა დავით კერესელიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: