ცოტნე გამსახურდია: "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის"

ცოტნე გამსახურდია: "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის"

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მართლაც უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით", - ამის შესახებ ფაცებოოკ-ზე ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია წერს.

"ეს კარგია. მართალია, გადაჭარბებული ყურადღება ხშირად უცენზურო და უსაფუძვლო კრიტიკისადმი ქართულ პოლიტიკაში დამღუპველია - როგორც ეს დაემართა მამაჩემს, მაგალითად, როცა მას სწორედ იმაში ადანაშაულებდნენ მიზანმიმართულად, რაც თავშიც არასდროს გაუვლია - ეს მაინც ბევრად სჯობს სიტუაციას, როცა ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკიდია და "ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის". როცა შენი ყოფილი ამომრჩეველი ქარავანისთვის მაყეფარი ძაღლის ფასია. ესეც იყო უკვე...

და მაინც, იგი ამ ხმას ვერც მატარებელში გაიგებს და ვერც - თვითმფრინავში. პირველად შეხვედრისას ვუთხარი სწორედ: ეს არის ქვეყანა, სადაც უსიამოვნო ამბის მომტანს თავს აჭრიდნენ. თქვენ არავინ, არასოდეს გეტყვით ცუდ ამბავს-თქო. ეტყობოდა, რომ არ დამიჯერა. თუმც ფაქტი ჯიუტია,  უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის გამოკითხვისას დაინტერესებული პირის მიერ გარკვეული განუსაზღვრელობის პრინციპი მოქმედებს: როცა შენი ყოფნა გავლენას ახდენს მისი გონების მდგომარეობაზე და შედეგი უკვე აღარ იქნება "ბუნებრივი".

ვფიქრობ, აქ ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო დამხმარე ისევ მედია და ჟურნალისტები იქნებიან, ვისთანაც მან ურთიერთობის საკმაოდ უცნაური მანერა აირჩია. მედია ასახავს ხალხში არსებულ გუნება-განწყობებს და ამავე დროს - თავად აყალიბებს მათ. უსმინეთ ჟურნალისტებს, ბატონო ბიძინა: ხშირად გაუნათლებლებს, ზოგჯერ მოსყიდულებს თუ ანგაჟირებულებს, ხანდახან - მონდომებულებს, პატრიოტებს და პროფესიონალებს. ისინი ჩვენი ქვეყნის ტიპიური შვილები არიან. შესაბამისი პროპორციებით წარმოდგენილი", - წერს გამსახურდია.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: