თეა წულუკიანი:ბიძინა ივანიშვილისგან არ ვიღებ ინსტრუქციებს!

თეა წულუკიანი:ბიძინა ივანიშვილისგან არ ვიღებ ინსტრუქციებს!

"რაც ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პრემიერი, მისგან  ინსტრუქციებს არ ვიღებ", - განაცხადა ამის შესახებ  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მის თქმით,  მთავრობას ერთი დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერი ჰყავს.


"ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მთელი ჩემი მინისტრობის პერიოდში, რაც ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პრემიერი, მისგან არ მიმიღია და არ ვიღებ ინსტრუქციებს. იმიტომ, რომ ის გადადგა, წავიდა და მუდამ იმაზე აპელირებდა, რომ მე წავედი, თუ დაგჭირდათ რჩევა, მოგცემთ ამ რჩევას, მაგრამ აღარ ვარ პოლიტიკური პროცესის მონაწილეო. ჩემს შემთხვევაში ეს ასეც სრულდება და არასდროს მისგან მე არ მიმიღია არანაირი ინსტრუქცია. იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთი დე-ფაქტო და დე-იურე მინისტრი, ეს გახლავართ მე და ამ მთავრობას ჰყავს ერთი დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერი და ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი. დიახ, მისგან მე ვიღებ შენიშვნებსაც, ინსტრუქციასაც და დავალებებსაც, რომელსაც ვასრულებ", - განაცხადა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: