ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა

ფაცებოოკ-ით გავრცელდა მოწოდება, რომ ბაჩო ახალაიას მომხრეები 12 საათზე დიღომში მაიაკოვსკის ძეგლთან შეიკრიბებოდნენ და მშვიდოაბიან მსვლელობას გამართავდნენ საქალაქო სასამართლოსკენ. მაგრამ მოვლენები განსხვავებულად განვითარდა.


მაიაკოვსკის ძეგლთან მართლაც შეიკრიბა მოსახლეობა, თუმცა არა  ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად. ეს ის კატეგორიაამ ვინც ბაჩო ახალაიას გასამართლებას მიესალმება და ამაში უკანონოს ვერაფერს ხედავს.


აქციის მონაწილეები აცახდებენ, რომ შეკრების შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს და პროტესტის გამოსათქმელად ქუჩაში გამოვიდნენ. მათი განცხადებით, ბრალდებული ახალაია დამნაშავეა და ის კანონის უმკაცრესი წესით უნდა დაისაჯოს.


აღსანიშნავია, რომ მაიაკოვსკის ძეგლთან ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: