შტაინმაიერი: საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა!

შტაინმაიერი: საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა!

  როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა,საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და დარწმუნებული ვართ, ის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.


შტაინმაიერმა პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპული კურსისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ   გერმანიის მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური შინაარსის ე.წ დოკუმენტი ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც მზადდება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მექანიზმებზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: