"საზოგადოებრივ მაუწყებელში" რაღაც რიგზე ვერ არის!

"საზოგადოებრივ მაუწყებელში"  რაღაც რიგზე ვერ არის!

"საზოგადოებრივი მაუწყებელი"  არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და სახელისუფლებო პირის მიერ არ უნდა იმართებოდეს, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები", - აცხადებს "ივერიონთან" საუბრისას მედიაექსპერტი ია ანთაძე.


რაც შეეხება ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, სამართლიანია და ფაქტია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალეა. "ივერიონის" კითხვაზე:  რა დასკვნებით შეიძლება დასრულდეს არხის ფინანსური კონტროლი, რა ბედი ეწევა ტელევიზიას და რა ვადები შეიძლება დასჭირდეს არსებული ვითარების გამოსწორებას, მედიაექსპერტის პასუხი ასეთაი: "აუცილებელია შეიცვალოს სამეურვეო საბჭო, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა. ეს  არც თუ ისე მარტივი პროცესია, მაგრამ გარდაუვალი. რაც შეეხება ფინანსური კონტროლის ფაქტს, დარღვევების მიუხედავადაც, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი უნდა შეიცვალოს", _ აცხადებს ანთაძე.


არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ  მიმდინარე პროცესებს ერთი მიზანი აქვს: უნდა მოახდინონ საზოგადეოებრივი აზრის ფორმირება. "ხალხს ხელოვნურად უჩენენ ეჭვს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის". ის საგადასახადო დავალიანებასა და  მატერიალური ფასეულობების აღწერას ერთმანეთს ვერ უკავშირებს.


არხის საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით, იურისტები განმარტავენ, რომ ფინანსური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, მსგავსი ტიპის კანონდამრღვევს სავსებით შესაძლებელია,  თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯოს.


შეგახსენებთ , რომ საგადასახადო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს"  3,8 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: