სოზარ სუბარი:კიდევ 12 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია!

სოზარ სუბარი:კიდევ 12 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია!

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპული კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა და პასუხები ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში გადმოეცემა.

"მოხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის და თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი დარახველიძემ დაიწყო და მართლა კარგად მიმდინარეობს. კიდევ 12 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. მათი ნეშტები, სავარაუდოდ, იანვარში გადმოგვეცემა", - განაცხადა სუბარმა.

აფხაზეთიდან, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი ბელა ზალდასტანიშვილის შვილები და ძმები არიან. ტყუპები ნუკრი და ვასილ წიკლაურები 30 წლის იყვნენ, მათი დისშვილები ზურა და თენგო ზალდასტანიშვილები  - 23-ისა და 25-ის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: