ირაკლი ალასანია: ამდენი ხნის შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება სხვანაირად უნდა ავაგოთ აფხაზებთან და ოსებთან!

ირაკლი ალასანია: ამდენი ხნის შემდეგ  ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება სხვანაირად უნდა ავაგოთ აფხაზებთან და ოსებთან!

  საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.


"დღეს ჩვენი გმირები დავუბრუნეთ საკუთარ ოჯახს. ეს ემოციური ფონი, რომელიც აქ არის შექმნილი, ბუნებრივია, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან მე თავად ვუყურებდი ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას სოხუმში და, როგორც ათასობით ქართველს, საკუთარი ოჯახის წევრი ჯერ კიდევ დასაბრუნებელი მყავს. ეს ფაქტი იმედს მიჩენს, რომ ორ მხარეს შორის ურთიერთობები შეიძლება ისე აეგოს, რომ ყველა ჭირისუფალმა საკუთარი ცხედარი დაიბრუნოს. და კიდევ - მე მგონია, 22 წლის შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება სხვანაირად უნდა ავაგოთ აფხაზებთან და ოსებთან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


მისივე თქმით, ამისი წინაპირობაა ის, რომ აღარ უნდა გავიმეოროთ სისხლისღვრა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის მოხდა.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: