ალექსანდრე მარგიშვილი: თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება!

ალექსანდრე მარგიშვილი: თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება!

თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, რომ თუკი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის საქმეზე ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

"ვთხოვეთ პროკურატურას "თბილისობის" აღნიშვნასთან დაკავშირებული ხარჯების შესწავლა, გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია და პროკურატურაში დაიწყეს შესწავლა. მინდა გითხრათ, რომ დარღვევა არ არის, მაგრამ ჩვენი მიდგომაა, რომ როდესაც საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, არ დავტოვოთ ეს კითხვები უპასუხოდ და არსებობდეს კვალიფიციური პასუხები. თუკი ვინმეს ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთა, დადგება მისი პასუხსიმგებლობის საკითხი", - განაცხადა მარგიშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის საქმეზე განცხადება თბილისის მერიამაც გაავრცელა, სადაც დაადასტურეს, რომ საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ხსენებული შესყიდვების კანონიერების დასადგენად და გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული.

ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: