დავით შავლიაშვილი: ნოემბრის მაჩვენებლით 755 მილიონი უკვე დახარჯული გვაქვს!

დავით შავლიაშვილი: ნოემბრის მაჩვენებლით 755 მილიონი უკვე დახარჯული გვაქვს!

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა  განაცხადა, რომ  მის უწყებას ბიუჯეტის 81%  უკვე ათვისებული აქვს.
სამინისტროს ბიუჯეტი 936 მილიონი ლარია, ხოლო დახარჯულია 755 მილიონი ლარი, განაცხადა შავლიაშვილმა მთავრობის სხდომაზე.


"ნოემბრის მაჩვენებლით 755 მილიონი უკვე დახარჯული გვაქვს. ეს ბიუჯეტის დაახლოებით 81%-ია. წლის ბოლომდე დამატებით 130-140 მილიონამდე ლარის დახარჯვას ვგეგმავთ და ათვისების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 95%-მდე გაიზრდება. 93%-ზე მეტი რეალურ თანხასთან არასდროს ყოფილა ათვისება და კორექტირების შემდეგ ხდებოდა 97-დან 100%-მდე ასვლა. არასწორია მოსაზრებები, თითქოს დეკემბერში ხდება ათვისებები. სექტემბერში ჩვენ 100 მილიონი დავხარჯეთ, ოქტომბერში 125, ნოემბერში 123 მილიონი", - განაცხადა შავლიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: