კულტურის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

კულტურის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო facebook-ის საკუთარ  გვერდზე წერს, რომ მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება.

"კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. ვაცხადებთ, რომ სტატია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება, რასაც მწერლის ოჯახის წევრებიც გვიდასტურებენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა გურამ დოჩანაშვილის ფოტო და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მწერალი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: