თემურ შაშიაშვილი:-"უკრაინელი ხალხი გაღიზიანებულია და ამას დიდხანს აღარ მოითმენს"

თემურ შაშიაშვილი:-"უკრაინელი ხალხი გაღიზიანებულია და ამას დიდხანს აღარ მოითმენს"

   პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და უკრაინაში მთავრობია ახალი კაბინეტის დაკომპლექტებაზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ პროცესებმა  არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაშიც.

 

   -"რაც ხდება დღეს უკრაინაში, ვინც მიჰყავთ საქართველოდან, არ არის უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილება და სხვათა შორის, არც პოროშენკოს გადაწყვეტილება. ნუ გავაიგივებთ ამას უკრაინელ ხალხთან. იგივე ხდებოდა 2003 წელს საქართველოში, როცა თავიდან სააკაშვილს ბალტიისპირეთიდან ჩამოყვანილი მრჩევლები დაუსვეს. პოროშენკო დღეს იგივე მდგომარეობაშია, რაშიც ივანიშვილი იმყოფებოდა, გგონიათ მას მოსწონს იაცენუკი? მაგრამ მას ამერიკაში კურსები აქვს გავლილი, ის უკრაინელი სააკაშვილია, მანერებით და ჩვევებითაც გავს მას, სამწუხაროდ, უკრაინაშიც იგივე პროცესები მიდის, რაც თავის დროზე საქართველოში, იქ უკვე აღარ მოსწონთ უკრაინული იდეოლოგიისა და ფიზიონომიის ადამიანები. " – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

   მისი თქმით, უკრაინელი ხალხი ამ ვითარებით უკიდურესად გაღიზიანებულია და ამას დიდხანს აღარ მოითმენს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: