ივერიონი / თეა თუთბერიძე: მრცხვენია, რომ წინა ხელისუფლების მომხრე ვიყავი!

თეა თუთბერიძე: მრცხვენია, რომ წინა ხელისუფლების მომხრე ვიყავი!

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი განაჩენის გამოსატანად გავიდა ბრალდების მხარე, ბრალდების გათვალისწინებით, სამივე ბრალდებულის პატიმრობას მოითხოვს.


დაცვის მხარემ დააყენა საპარლამენტო უმცირესობის შუამდგომლობა (29 დეპუტატი) სამივე ბრალდებულს გირაოს სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს სასამართლომ.


სასამართლო პროცესიდან გამოსულმა თეა თუთბერიძემ განაცხადა, რომ პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. "მე მრცხვენია, რომ ვიყავი იმ ხელისუფლების მოხრე და მხარდამჭერი, რომელმაც ასეთი პროკურატურა შექმნა. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ ვიყავი წინა ხელიუფლების მხარდამჭერი", _ თქვა პროცესიდან გამოსულმა თუთბერიძემ.


ამ წუთებში მოსამართლე განაჩენის გამოსატანად არის გასული.

9-11-2012, 16:45
უკან დაბრუნება