მთავარი გვერდი > რაზე ისაუბრეს ირაკლი ალასანიამ და ჯეიმს აპატურაიმ?

რაზე ისაუბრეს ირაკლი ალასანიამ და ჯეიმს აპატურაიმ?


9-11-2012 / 18:16

რაზე ისაუბრეს ირაკლი ალასანიამ და  ჯეიმს აპატურაიმ?

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა ავრცელებს.


როგორც თავდაცვის წარმომადგენლობა აცხადესბს, მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელთან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტზეც ისაუბრეს.


,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 12-14 ნოემბერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


უკან დაბრუნება