ივერიონი / კახა კალაძე: სოფლებში ყველაზე მდიდარ ადამიანად პენსიონერი ითვლება, ეს კი ჩვენი სირცხვილია!

კახა კალაძე: სოფლებში ყველაზე მდიდარ ადამიანად პენსიონერი ითვლება, ეს კი ჩვენი სირცხვილია!

  საქართველოს მთავრობა ბევრს მუშაობს ქვეყანაში  არსებული სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. აღნიშნულზე ვიცე-პრემიერმა  კახა კალაძე  გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. მისივე თქმით პენსიების და შემწეობის თანხა მომავალშიც გაიზრდება.


"როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, 50 ლარით მოიმატა პენსიამ, შემწეობა გაორმაგდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან ცოტაა პენსია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ, შეუძლებელია ამ თანხით ადამიანმა იცხოვროს. მეტსაც გეტყვით, სოფლებში ყველაზე მდიდარ ადამიანად პენსიონერი ითვლება და ეს ჩვენი სირცხვილია. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს მთავრობა,"- განაცხადა კალაძემ გადაცემაში "რეაქცია"

13-12-2014, 12:27
უკან დაბრუნება