ივერიონი / ნიკოლოზ ანთიძე:-"გაიცა ნებართვა არქეოლოგიური ობიექტის დაშლის"

ნიკოლოზ ანთიძე:-"გაიცა ნებართვა არქეოლოგიური ობიექტის დაშლის"

   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ საყდრისის საბადოზე წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებზე ნებართვა  გასცა. აღნიშნულ ტერიტორიას კომისიამ მოუხსნა კულტურული ძეგლის სტატუსი, რაც გახდა საბადოზე სამუშაოების განახლების საფუძველი. მისივე თქმით, ყველა პროცედურა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

 

   "საკითხი  გავიდა კომისიაზე. კომისიამ ხმათა უმრავლესოიბით მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის აღდგენა. განხორციელდა ყველა ის ღონისძიება, რასაც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი და ზოგადად, საქართველოს კანონდებლობა და გაიცა ნებართვა არქეოლოგიური ობიექტის დაშლის. კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებით არ ხდება ეს ყველაფერი. აქ ახალი მუზეუმი აშენდება," - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ .

 

14-12-2014, 10:13
უკან დაბრუნება