მთავარი გვერდი > მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშრებით მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე საუბრობს

მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშრებით მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე საუბრობს


16-12-2014 / 11:57

მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშრებით მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე საუბრობს

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები, გუშინ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ. მათ მინისტრისგან იმ დოკუმენტის გასაჯაროება მოითხოვეს, რომელის თანახმადაც "არემჯი გოლდს" საყდრისზე სამუშაოების გაგრძელების უფლება მიეცა.

მინისტრმა კომიტეტის წევრებს შესთავაზა აღნიშნული დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გამოეთხოვათ.

საკითხის განსახილველად მზადყოფნას გამოთქვამს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე საუბრობს.

"თუ ვინმეს ეპარება, ასე ვთქვათ, ეჭვი, ან მთელი ამ პროცესის კანონიერებაში ან შინაარსობრივ მხარესთან აქვს რამე პრეტენზია, ცხადია, რომ ამაზე საუბარი შეიძლება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არც მე პირადად, არცერთი ამ დარგის სპეციალისტი, რომელიც სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მუშაობს, არავინ ამ მსჯელობას არ გაურბის." - აცხადებს გიორგაძე.


უკან დაბრუნება