ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი:-"ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობას"

გიორგი მარგველაშვილი:-"ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობას"

   გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს:

 

   "ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს - გამარჯვების, კურთხევისა და განახლების ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობისთვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადობრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

   ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნულია მილოცვაში.

 

16-12-2014, 21:53
უკან დაბრუნება